ღაზის სექტორის: ბოლო 48 საათში შიმშილით 33 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი დაიღუპა

ღაზის სექტორში ბოლო 48 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვების შედეგად 33 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი გარდაიცვალა, – ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.
შიფას საავადმყოფოს დირექტორის თქმით კი, ბოლო 72 საათის განმავლობაში შიმშილის გამო 21 ბავშვი დაიღუპა.
ღაზაში დაახლოებით 900 000 ბავშვი შიმშილობს, მათგან 70 000 კი არასრულფასოვნად იკვებება. მათ სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელი ემუქრებათ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან დიაბეტით დაავადებულები და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები,-ამბობს ექიმი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)