გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე გადაადგილება თავისუფალია

ჩოხატაური-ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გადაადგილება თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დაბა ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო შექმნილ პრობლემებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან ერთად გაეცნო.
„დაბა ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოების მიზნით დროულად იქნა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა. გზა სრულად გაწმენდილია ქვა-ღორღისგან, რომელიც ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩამოიტანა და ამ დროისთვის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო