თურქეთში ისრაელისთვის ჯაშუშობის ბრალდებით 34 პირი დააკავეს

თურქეთში ხელისუფლებამ 34 პირი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ს მოსადის სადაზვერვო სააგენტოსთან არიან კავშირში. აღნიშნული ინფორმაცია თურქმა მაღალჩინოსანმა 3 იანვარს გაავრცელა. მისი თქმით, დაკავებული პირები თურქეთში მცხოვრები პალესტინელების მიზნად ამოღებაში არიან ეჭვმიტანილნი.
თურქი მაღალჩინოსნის თქმით, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ რვა პროვინციაში რამდენიმე ადგილზე რეიდი ჩაატარა. გავრცელებულ ინფორმაციაზე ისრაელის პრემიერმინისტრის ს უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია.
წინა თვეში, თურქმა მაღალჩინოსნებმა ისრაელი გააფრთხილეს, რომ ისრაელის მხრიდან პალესტინის ტერიტორიებს გარეთ მცხოვრებ ჰამასის წევრებზე თავდასხმის მცდელობას “სერიოზული შედეგები” მოჰყვებოდა.