ბოლო ინფორმაციით, ირანში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 73 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 170 დაშავდა.
ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. IRNA-ს ცნობით, პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.
ირანული სამთავრობო მედიას ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ “ჯერჯერობით უცნობია, რა იყო აფეთქების მიზეზი – ბუნებრივი აირი თუ ტერორისტული თავდასხმა”.
ყასემ სოლეიმანი აშშ-ს საჰაერო იერიშის შედეგად 2020 წელს მოკლეს.