“მე გაგაგდებინებთ თავს და გიორგი ტერიშვილი დააბრუნეთ დარბაზში” – ონისე ცხადაძე მოსამართლეს

სინდისის პატიმარა, ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა და გიორგი ტერიშვილის, რომელიც მოსამართლემ დარბაზიდან მხოლოდ იმიტომ გააძევა რომ –ს წარმომადგენელს ცრუ მოწმე უწოდა, დაბრუნება სთხოვა.
“ონისე ცხადაძე – წინა პროცესზე მე უფრო ვიმსახურებდი გაძევებას. თუ გინდათ მე გამიშვით და გიორგი ტერიშვილი შემოუშვით. პროტესტის ნიშნად მე გაგაგდებინებთ თავს. გიორგი ტერიშვილი არის ადამიანი, რომლის ყველაზე ძვირფასი ადამიანი არის შეწირული მძიმე ამბავს, ისეთ ამბავს, რაც ბევრი კარგი რამ ჩვენც მოგვიტანა. ესეთ ადამიანს ასე რომ ვექცევით, არ მგონია სწორი. ბატონ პროკურორებს მინდა შევახსენო, რომ როცა ირაკლის დედა იყო ჩამოსული ემიგრაციიდან, მაშინ თქვენ დაეთანხმეთ ადვოკატებს და ეს იყო სწორი ნაბიჯი. ეგ ადამიანი (გიორგი ტერიშვილი) არის ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი. და გაგდებას რაც შეეხება, შუა პროცესზე ლექსს მოვყვები ან რამე”
საქალაქო სასამართლოში 11 პირის – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძის დედა, ია ბარდაველიძე: მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, პირველად მეძლევა მომენტი რომ ჩემი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო პედაგოგს და სინდისის პატიმარს ნინო დათაშვილს!