“რიჟვაძე კობახიძის დავალებით მძევლობაში ჰყავთ თურქეთში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ შესთავაზონ გარიგება!” – ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, :
-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის “საქმეს” მიხედავენ და “ატვეჩაიშიც” ჩანდგნენ. შესაბამისად, კობახიძის დავალებით ფაქტობრივ მძევლობაში ჰყავთ თურქეთის საავადმყოფოში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება!!! (ოჯახმა ცხადია იცის უკვე პირობები) – სიმართლის ნაცვლად ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს. მხოლოდ ამიტომ არის, რომ ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია არც პროკურატურას და არც “”-ს.
უნდა ესმოდეს ყველას, რომ საქმე გვაქვს ბანდფორმირებასთან, მკვლელებთან, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ “კილერის” დაქირავება და ადამიანის მკვლელობა!
გასაგებია, რომ რიჟვაძე ვერ გაწირავს მის ოჯახსა და გარემოცვას მკვლელ ივანიშვილთან დაპირისპირებაში და გააკეთებს იმას, რა ინსტრუქციაც მიუვა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი