EU-მ რუსული ბრილიანტების უმსხვილესი კომპანია “ალროსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორი დაასანქცირა

3 იანვარს, ევროკავშირმა სანქციების სიას რუსული ბრილიანტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია “ალროსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორი პაველ მარინიჩევი დაამატა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა X-ზე დაწერა.
“ბრილიანტის აკრძალვის შესაბამისად, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ სანქციების მე-12 პაკეტთან ერთად, ევროკავშირი დღეს ჩამონათვალს დაამატებს ალროსას, ბრილიანტების მოპოვების უმსხვილეს კომპანიას მსოფლიოში და მის აღმასრულებელ დირექტორს.” – დაწერა ბორელმა.
In line with the diamond ban we have introduced with the 12th package of #sanctions, the EU today lists Alrosa, the largest diamond-mining company in the world & its CEO.

This is part of our coordinated efforts at @G7 level to deprive Russia of this important revenue source. https://t.co/FatCbq4Iit— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) January 3, 2024
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12-ე პაკეტი 2023 წლის 18 დეკემბერს დაამტკიცა და ის პირველად შეეხო რუსულ ბრილიანტებს. შეზღუდვები 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.