დევიდ ლემი – თუ უახლოესი კვირების განმავლობაში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არ მოხდება, ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი ზომების მიღებას განვიხილავთ

თუ უახლოესი კვირების განმავლობაში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არ მოხდება, მაშინ ს წინააღმდეგ შემდგომი ზომების მიღებას განვიხილავთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.
„თუ ცეცხლის შეწყვეტას ვერ ვიხილავთ, მაშინ უახლოეს კვირებში პარტნიორებთან ერთად სხვა ნაბიჯებს განვიხილავთ“, – განაცხადა დევიდ ლემიმ.
დევიდ ლემიმ იმედი გამოთქვა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა აგვისტოში მოხდება.
შეგახსენებთ, გუშინ დევიდ ლემიმ 24 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ღაზაში ომის დასრულების მოწოდებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
„2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი მძევლები საშინლად იტანჯებიან. ჩვენი მოწოდება მათი უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა. მოვუწოდებთ მხარეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გზით ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად ერთად იმუშაონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს