VIDEO: „ტედ ლასოს“ ვარსკვლავებმა საქველმოქმედო საღამოზე ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის სიმღერა შეასრულეს

პოპულარული სერიალის „ტედ ლასოს“ ვარსკვლავებმა – ჯეისონ სუდეიკისმა და ჰანა ვედინგემმა საქველმოქმედო საღამოზე ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ცნობილი დუეტი Shallow შეასრულეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მსახიობები -ში, კანზასში ყოველწლიურ ღონისძიებას Thundergong! დაესწრნენ. ეს სუდეიკისის მიერ ორგანიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ამპუტაციის შემდეგ ადამიანებს პროთეზების მიღებაში ეხმარება.
სუდეიკისმა და ვედინგემმა იმღერეს დუეტი 2018 წლის ფილმიდან „ვარსკვლავი დაიბადა“. მათი გამოსვლის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ