კიევში დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის ეფ-ეს-ბე-ზე (ФСБ) მუშაობაში

კიევში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დააკავა ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც იყო ს ეფ-ეს-ბეს აგენტი, მხარს უჭერდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების რუსეთის როსტოვის ოლქთან შეერთებას და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო დივერსიას ეწეოდა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ყოფილი თანამდებობის პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, წინა წლებში მუშაობდა საწვავისა და ენერგეტიკის სამინისტროში, უკრაინის რეზერვის სახელმწიფო სააგენტოსა და ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროში.
“2014 წელს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მან დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც” პოლიტიკურმა ექსპერტმა” და ავტორმა პუბლიკაციებისა, რომელშიც აქებდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკა უკრაინის მიმართ. მას შემდეგ, ის პირდაპირ კავშირშია ეფ-ეს-ბეს მე -5 სამმართველოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, რომელიც კოორდინაციას უწევდა მის ინფორმაციულ და დივერსიულ საქმიანობას უკრაინის წინააღმდეგ”, – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ შეტყობინებაში.
გარდა ამისა, ეჭვმიტანილი თანამშრომლობდა ლუგანსკის სეპარატისტული „სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერ, ლეონიდ პასეჩნიკთან და მხარს უჭერდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების რუსეთთან მიერთებას.
ყოფილი მაღალჩინოსანი მამაკაცი საკუთარ სახლში დააკავეს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ