რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. შეტევა 22 ივლისს, შუაღამის შემდეგ დაიწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია სახლები, დამწვარია ავტომობილები. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში. დილის ექვსი საათის მდგომარეობით ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა დაარტყეს ქალაქ სუმისაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში დაზიანებულია ხუთი მრავალბინიანი სახლი და სავაჭრო ცენტრი. ორი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შოკური მდგომარეობის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა კიდევ 12 ადამიანს.
ფორუმი
