ბათუმში, კაცის მიერ მეუღლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რა სახელდება დანაშაულის სავარაუდო მოტივად

მკვლელობა აჭარაში – ბათუმში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა და, გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გახდა.
დაჭრილი ქალი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან.
სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის იარაღი – დანა ამოიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე