მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერესი – არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება

მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერესი – არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება
მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერსი, ამაზე საუბრობენ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა. არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, „დიფ სთეითის“ ინტერესი არის, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება კი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა.
„ტრამპის გარდა არავინ ცდილობს ომის დასრულებას. პირიქით, თქვენ თუ დააკვირდებით ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკას, უმრავლესობას ვგულისხმობ, მთლიანად არის მომართული ეს რიტორიკა ომის გახანგრძლივებისკენ. პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს ევროპელი პოლიტიკოსების მეშვეობით. ეს ძალიან მკვეთრად ჩანს. „დიფ სთეითის“ ინტერესი არის, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს. ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს შესაძლო თეორიული და პრაქტიკული სცენარი განადგურებას უქადის ჩვენს ქვეყანას, მაგრამ „დიფ სთეითისთვის იქნება ძალიან მომგებიანი პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს მოახდენს ს ფედერაციის დამატებით დისკრედიტირებას და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროპაგანდამ არ დაკარგოს თავისი ძალა და მეორე – სამხედრო თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ხნით წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება, რუსეთს მეორე ფრონტი შეუქმნის პრობლემებს. გავიხსენოთ კურსკის სპეცოპერაცია, რაც ჩატარდა უკრაინელების მიერ. აქ საუბარია კურსკის ოპერაციაზე, ოღონდ ცოტა უფრო დიდი მასშტაბით. ეს რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება რუსეთისთვის და ამას ესწრაფვიან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები და მათი აგენტურა. აქედან გამომდინარე, მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერსი, ამაზე საუბრობენ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა. არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ვიდრე არ გაქრება ომის ინტერესი, მანამდე ეს ზეწოლა აუცილებლად იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს