“დოჟდის” წამყვანის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლი საქმე აღძრეს

ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტ ანა მონგაიტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ს არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით.
ამის შესახებ РИА Новости წერს და ამბობს, რომ მათ ინფორმაცია სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
„ანა მონგაიტის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით („რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება“)“, – განაცხადა წყარომ.
გასულ კვირას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის განყოფილების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ აღიძრა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და უცხოური აგენტის ინტერესების გატარების მუხლებით ტელეკომპანია “დოჟდის” მთავარ რედაქტორ ტიხონ ძიადკოს, წამყვან ეკატერინე კოტრიკაძეს და ჟურნალისტ ვალერია რატნიკოვას* წინააღმდეგ.