ევროკავშირმა ბრილიანტების მწარმოებელი უმსხვილესი რუსული კომპანიისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირმა ბრილიანტების მწარმოებელი უმსხვილესი რუსული კომპანია და მისი აღმასრულებელი დირექტორი სანქციების სიას დაამატა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ბრილიანტების აკრძალვის შესაბამისად, რომელიც ჩვენ სანქციების მე-12 პაკეტთან ერთად შემოვიღეთ, ევროკავშირი დღეს Alrosa-ს, მსოფლიოში ბრილიანტების მომპოვებელ უმსხვილეს კომპანიას და მის აღმასრულებელ დირექტორს, სანქციების სიაში ამატებს“, – წერს ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
კომპანიას სანქციების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ