„მადლობა სამხედრო ოპერაციაში მხარდაჭერისთვის“ — რუსეთის ვიცე-პრემიერი აფხაზეთში ჩავიდა

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი აფხაზეთში ჩავიდა.
დღეს სოხუმში რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის „სამთავრობოთაშორისი კომისიის“ მე-20 სხდომა იმართება. კომისიის სხდომამდე ს დელეგაციამ დაათვალიერა ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც რუსული ფინანსებით შენდება, ასევე კოლონადა გაგრაში, სასტუმრო „მოსკოვი რეზორტის“ ტერიტორია ში, სანატორიუმების გაერთიანება „კურორტი ბიჭვინთა“ და ბიჭვინთის ტაძარი.
შეგახსენებთ, რომ ს მოსახლეობის ნაწილის ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკების ტერიტორია 49-წლიანი იჯარით რუსეთს გადაეცა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე ნოვაკმა განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთისთვის სანდო და მეგობრული პარტნიორია.
„ჩვენ გვაქვს საერთო იდეები, საერთო ინიციატივები, ერთნაირი ხედვა დღევანდელ მსოფლიო მდგომარეობაზე, იმაზე, რომ მსოფლიო უნდა იყოს მულტიპოლარული. ცალკე მადლობას ვუხდით აფხაზეთის რესპუბლიკას რუსეთის მხარდაჭერისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში და ვაფასებთ აფხაზების მონაწილეობას ამ ოპერაციაში“, – აღნიშნა მან.
აფხაზეთი რუსეთისთვის სანდო და მეგობრული პარტნიორია, განაცხადა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ ნოვაკმა პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრისას.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, სერგეი ნაზაროვმა განაცხადა, რომ 2030 წლამდე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის „სამთავრობოთაშორისო პროგრამა“ მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე დამტკიცდება.
რუსეთის დელეგაცია მივა ოჩამჩირის პორტშიც, სადაც რუსული ფლოტისთვის მუდმივი ბაზის გახსნაა დაანონსებული.