“პაატა ზაქარეიშვილზე დიდი ევროპელი და მეტად დემოკრატი რომელი ხართ?” – ტრაპაიძე

პაატა ზაქარეიშვილზე დიდი ევროპელი და მეტად დემოკრატი რომელი ხართ? დამენახეთ.
მე არ მითქვამს არსად, რომ პუტინი მტერი არ არის, მე ვთქვი, რომ ადამიანი, პიროვნება, თუგინდ პუტინი იყოს, ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი… პუტინი რა, ჩაჯდა ტანკში, დაქოქა, შემოვიდა და ხალხი დახვრიტა თუ რაშია საქმე?.. რას ნიშნავს მტერი? სადმე ნოვოროსიისკში ტახტზე წამოწოლილი ადამიანი, რომელიც ამბობს, მე ვარ საქართველოს მტერი, შეძლება იყოს საქართველოს მტერი? მტერი შეიძლება იყოს მტრული განზრახვის რეალიზატორი ადამიანი. ვერცერთი ადამიანი საბოლო ჯამში სახელმწიფოს მიმართ მტრული გადაწყვეტილების რეალიზაციას ვერ მოახდენს…