უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების ახალი რაუნდი შესაძლოა ამ კვირაში სტამბოლში გაიმართოს

უკრაინასა და ს ფედერაციას შორის მოლაპარაკების ახალი რაუნდი შესაძლოა მიმდინარე კვირაში სტამბოლში გაიმართოს.
ამ ცნობას ავრცელებს თურქეთში გამომავალი Independent Türkçe, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკება 23-24 ივლისსაა დანიშნული.
გავრცელებული მოლოდინით, მოლაპარაკების ამ მორიგ რაუნდს ძირითადად ტექნიკური შინაარსი ექნება და რამდენიმე საკითხის განხილვით შემოიფარგლება. მოლაპარაკების თემებს შორის შესაძლოა იყოს “ჰუმანიტარული დახმარება, ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და უსაფრთხოების ზომები სასაზღვრო რაიონებში”.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ 19 ივლისს თქვა, რომ რუსეთის მხარეს მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვა შესთავაზა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმაროვმა. ზელენსკის თქმით, “აუცილებელია იყოს მოლაპარაკების მზარდი დინამიკა” და”ყველაფერი გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტისთვის”.
მიმდინარე წელს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა ელ რიადსა და შემდეგ სტამბოლში, რომელთა ყველაზე ხელშესახები შედეგი იყო მოლაპარაკება ტყვეების და დაღუპული მებრძოლების გვამების გაცვლის თაობაზე.
Independent Türkçe ამავე პუბლიკაციაში იუწყება, რომ პარასკევს სტამბოლი უმასპინძლებს მოლაპარაკებას ირანსა და დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას შორის, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გარშემო.
ფორუმი