“არაფრის ცოდნის მოწმე” – 1 გამოკითხვა და 7 არ ვიცი – დღევანდელი პროცესის დეტალები
ფოტო – პუბლიკა
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა კიდევ ერთ მოწმე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, სამართალდამცველი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში სქროლვის დროს ნახა ვიდეო ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის წინააღმდეგ, რის შემდეგაც პატაკი შეადგინა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა პროცესზე თქვა, რომ ოქმი “პოსტტივის” მიერ გავრცელებული კადრების საფუძელზე შეადგინა.
მოწმეს კითხვები დაუსვა გიორგი ტერაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა:
ადვოკატი: თუ იცით რომ კიდევ ერთი დაკავებული დემონსტრანტის საბა სხვიტარიძის საქმეშიც ტატო მაისურაძეც ფიგურირებს. მოწმე: არა ადვოკატი: სავარაუდოდ ეს ტატო მაისურაძე არ არსებობს და არის პოლიცია, რომელიც ქმნის ამ ანგარიშებს და ტვირთავს სოციალურ ქსელში ვიდეოებს. გადაამოწმეთ თუ არა ბაზაში, რამდენი ტატო მაისურაძე არსებობს? მოწმე: არა ადვოკატი: არ დაგიდგენიათ და არ იცით ტატო მაისურაძემ მონტაჟით ატვირთა თუ არა ეს ვიდეო? მოწმე: ეს ვიდეო ტატო მაისურაძეს არ მოუცია. ადვოკატი: ვიცი, მაგრამ რა გააკეთეთ გაგერკვიათ არის თუ არა ვიდეო მონტაჟი? მოწმე: ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის ადვოკატი: მონტაჟი არის თუ არა ამ ვიდეოში, ეს იცით? მოწმე: ჩვენი უშუალო მოვალეობაა, როცა მივიღებთ ინფორმაციას მივიტანოთ, იმის შემდეგ რა მოხდა არ ვიცი..ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ, ვინც ექსპერტიზა დანიშნა. ადვოკატი: ამ ვიდეოზე გარდა ტერიშვილისა რა დაინახეთ, ციფრები ეწერა რომელი საათი იყო? მოწმე: კი, ციფრები ეწერა ადვოკატი: თქვენთვის ცნობილია რომ ამ საათში რომელიმე პოლიციელი დაზიანდა? მოწმე: ჩემთვის ცნობილი არ არის. ადვოკატი: ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში ტერაშვილი იღებდა მონაწილეობას თუ ორგანიზებულში? მოწმე: ჯგუფურში. ადვოკატი: მოხვდა თუ არა ვინმეს რასაც ისვრის? მოწმე: არა, არა კადრში არ ჩანს სად მოხვდა… ადვოკატი: ჩანს თუ არა პოლიცია კადრში? მოწმე: წყლის ჭავლი ჩანს. ადვოკატი: რამდენ მეტრზე ისვრის წყლის ჭავლი? მოწმე: არ ვიცი. ადვოკატი: რადგან წყლის ჭავლი დაინახეთ, ამიტომ ივარაუდეთ, რომ პოლიცია იდგა მოწმე: დიახ ადვოკატი: კადრში თუ ჩანს, რომ მოპირდაპირე მხარეს ნაგვის ურნები დგას? მოწმე: ბარიკადები ჩანს, და მეტი არ ვიცი. ადვოკატი: რომელ ტელევიზიას ჰქონდა გაშუქებული ეს? მოწმე: Post TV -ს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
