პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე – ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში დადებითად შეფასდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულება და გამოითქვა იმედი, რომ დოკუმენტს ხელი ახლო მომავალში მოეწერება. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი