დიმიტრი პესკოვი ს განცხადებაზე – თუ აზერბაიჯანი გადაწყვეტს AZAL-ის თვითმფრინავთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანას, ეს მისი უფლებაა

ს პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანის გეგმის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ს კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ბაქო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი უფლებაა.
„თუ აზერბაიჯანი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ შემთხვევაში ეს აზერბაიჯანის უფლებაა – ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ განაჩენებს ყველა მიმდინარე გამოძიებიდან და პროცესიდან“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება მოსკოვის რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“