აჭარის უმაღლეს საბჭოში სტუდენტური პროექტის – „ვიზიტების“ მონაწილეებს უმასპინძლეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები, ცოტნე ანანიძე და დავით ბაციკაძე, ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის – „ვიზიტების“ მონაწილე სტუდენტებს, „რუსთაველის“ კლუბის წევრებს შეხვდნენ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, დავით გაბაიძემ, ახალგაზრდებს, საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები, საქმიანობის ძირითადი პრინციპები, ბოლო წლებში, ინსტიტუციური გაძლიერებისა და ღია მმართველობის მექანიზმების დანერგვის კუთხით გატარებული რეფორმები გააცნო.
„სტუდენტებს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მათი ჩართულობის, სამოქალაქო აქტიურობის, პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის როლზე ესაუბრა ტიტე აროშიძე და საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, უმაღლეს საბჭოში არსებული სიახლეები გააცნო.
ცოტნე ანანიძემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, ევროპული კულტურა მთლიანად დაფუძნებულია ადამიანის ღირებულებებზე, რომელთაც სრულად იზიარებს საქართველო – ეს მკაფიოდაა ასახული საქართველოს კონსტიტუციაში და გამოხატულია ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის რატიფიცირებით.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე პრეზიდენტმა – დავით ბაციკაძემ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, ამ პროცესში რეგიონის, მისი წარმომადგენლობითი ორგანოს როლსა და ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავების ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად ქვეყნის სამოქმედო გეგმაზე.
კითხვა-პასუხის შემდეგ, სტუდენტებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა, ჩართულობის ცენტრი და სხდომათა დარბაზი, გაეცნენ ახალი ვებპლატფორმა chaerte.sca.ge-ის საშუალებით დანერგილ ონლაინ სერვისებსა და სიახლეებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“