ვგმობთ თავდასხმებს უკრაინაში, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა | ეუთო

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ხელმძღვანელობა 2 იანვარს კიევსა და ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და დაგმო რუსული აგრესია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი, 2024 წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც წინა წელი დასრულდა.
“სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ყოველდღე, არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად იხდიან ფასს ამ საშინელ კონფლიქტში. ისინი არასოდეს უნდა გახდნენ სასიკვდილო დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების მსხვერპლნი. ჩვენ ერთად ვგმობთ ამ მიმდინარე თავდასხმებს და სასწრაფოდ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს შეუპოვარი ძალადობა, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა უბედურებისა და ტანჯვის მანკიერი ციკლის პროპაგანდისა. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ეს ომი ახლავე დასრულდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.