ნაცკლასტერის “მკვეხარა ქოთნები” თუკი არ ეცნობიან ანდა იციან, მაგრამ ვითომ არ იმჩნევენ თუ როგორ გაილაშქრა ტრამპმა, ბოლო დროს დაზვერვის დირექტორმა გაბარდმა ობამას შავბნელ ფლანგზე, სერიოზული ბიპოლარული აშლილობა აქვთ

ნაცკლასტერის “მკვეხარა ქოთნები” თუკი არ ეცნობიან ანდა იციან, მაგრამ ვითომ არ იმჩნევენ თუ როგორ გაილაშქრა ტრამპმა, ბოლო დროს დაზვერვის დირექტორმა გაბარდმა ობამას შავბნელ ფლანგზე, სერიოზული ბიპოლარული აშლილობა აქვთ
პრეტენზიული უმეცრებაა საქართველოში იმის მტკიცება, რომ “დიფ სტეიტი” თითქოს არ არსებობს და ეს “ქართული ოცნების” ე.წ. ფანტაზიაა, ეს გლობალური ჩრდილოვანი კონგლომერატი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მის ავაზაკურ მორჩილებაში არაა – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება “დიპ სტეიტის” კარგად აპრობირებული ხელწერაა – მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს “დიპ სტეიტის” მხილებისთვის“. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გლობალისტების მავნებლური დღის წესრიგის ანგარებით მოტრფიალეთა გაცვეთილი “მესიჯბოქსია” საქართველოსა და ევროპაში ეროვნული ინტერესების დამცველთა ე.წ. “პრორუსებად” შერაცხვა.
ეს ტოქსიკური ნარატივი გაცვდა და “ნაფტალინის სუნი” ასდის. „პრეტენზიული უმეცრებაა საქართველოში იმის მტკიცება, რომ “დიფ სტეიტი” თითქოს არ არსებობს და ეს “ქართული ოცნების” ე.წ. ფანტაზიაა, ეს გლობალური ჩრდილოვანი კონგლომერატი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მის ავაზაკურ მორჩილებაში არაა. ნაცკლასტერის “მკვეხარა ქოთნები” თუკი არ ეცნობიან ანდა იციან, მაგრამ ვითომ არ იმჩნევენ თუ როგორ გაილაშქრა ტრამპმა, ბოლო დროს დაზვერვის დირექტორმა გაბარდმა ობამას შავბნელ ფლანგზე, სერიოზული ბიპოლარული აშლილობა აქვთ.
გლობალისტების მავნებლური დღის წესრიგის ანგარებით მოტრფიალეთა გაცვეთილი “მესიჯბოქსია” საქართველოსა და ევროპაში ეროვნული ინტერესების დამცველთა ე.წ. “პრორუსებად” შერაცხვა. ეს ტოქსიკური ნარატივი გაცვდა და “ნაფტალინის სუნი” ასდის. ის, რომ ტრამპი ებრძვის “დიფ სტეიტს” ამერიკაში, არ ნიშნავს, რომ მისთვის გამარჯვება ახლოსაა და შხამიანი მეტასტაზები ევროპაში არ გაძლიერებულა. სასიხარულოდ აღსანიშნავია ის, რომ ისე, როგორც არასდროს, ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია საერთაშორისო მოვლენებში, ჯანსაღად აანალიზებს მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ “მიწისძვრებს” და აუტსაიდერი ნაცადეპტებივით არ უჯერებს “დიფ სტეიტის” ნაცპაიკების ტოქსიკურ პროპაგანდას.“ – წერს აბაშიძე.
Previous: საქართველოსთან მიმართებაში, დღესაც გრძელდება ჰიბრიდული ომი, მტრულად განწყობილმა, ევრობიუროკრატიამ საინფორმაციო ომის ოპერაციის სხვადასხვა ფაზებიც კი დააორგანიზა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში