რუსეთის როსტოვის ოლქში, კამენოლომნის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა მატარებლებლების მოძრაობის განრიგის დარღვევა გამოიწვია, – ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როსტოვის ოლქში, კამენოლომნის სადგურზე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო ეკიპაჟი გამოიყენეს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციის გამო, 26 სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.
ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზაში აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამუშაოებს კოორდინაციას ოპერატიული შტაბი უწევს.
