“შოკში ვარ” – პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, 38 წლის შემტევის ფიზიკური კონდიციებით აღფრთოვანებულია.
“არ დავმალავ, შოკში ვარ. 38 წლის ფეხბურთელი მოდის ვარჯიშზე და სურს, რომ ყველა დავალება საუკეთესოდ შეასრულოს. ვარჯიშებიდან ყოველთვის ბოლო მიდის.
ყველა პატარა დეტალს უდიდეს ყურადღებას აქცევს, რამაც შეიძლება მის სხეულზე გავლენა მოახდინოს. ყოველთვის ესაუბრება დიეტოლოგებს და ექიმებს, რათა საკუთარი ფიზიკური ფორმა გააუმჯობესოს და რაც მთავარია, ის ძალიან ბედნიერია”, – განაცხადა მარტინესმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში რონალდომ არაბეთის პრო ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში
20 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში