ახალი წლის დაწყებისთანავე ბიტკოინი 45000 დოლარს აჭარბებს, რაც ბოლო 21 თვეში პიკური მაჩვენებელია

ახალი წლის დაწყებისთანავე ბიტკოინი 45000 დოლარს აჭარბებს, რაც ბოლო 21 თვეში პიკური მაჩვენებელია
სამშაბათს 2 იანვარს, 2022 წლის აპრილის შემდეგ პირველად ბიტკოინმა $45,000-იან ზღვარს გადააჭარბა. ბიტკოინმა 21 თვის მაქსიმუმს მიაღწია და დღეს მისი ღირებულება 45 922 დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 156%-იანი ზრდაა და 2020 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წლიური მაჩვენებელია.
თუმცა ბიტკოინი ჯერ კიდევ შორს არის მისი ყველაზე დიდი წლიური მაჩვენებლისგან რომელიც 2021 წლის ნოემბერში 69 000 დოლარს შეადგენდა.
სამშაბათს 2 იანვარს კრიპტოვალუტა ეთერიუმი 1.2%-ით გაიზარდა 2,386.50 დოლარი შეადგინა, რაც 91%-ით მეტი 2023 წლის მაჩვენებელთან.
ინვესტორების ყურადღება გამახვილებულია იმაზე, დაამტკიცებს თუ არა აშშ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომპანია ბიტკოინს ETF-ს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ბოლო წლებში უარყო რამდენიმე განაცხადი ETF-ს გამოშვებაზე, იმის მტკიცებით, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი მანიპულაციის მიმართ დაუცველია.
თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში გაჩნდა მზარდი ნიშნები იმისა, რომ მარეგულირებლები მზად არიან დაამტკიცონ 13 შემოთავაზებული Spot Bitcoin ETF-დან მაინც, და ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ იანვრის დასაწყისსი მიიღება.