AI რობოტებს უკვე ქვის ქანდაკებების გამოთლა შეუძლია!

ბრუკლინის 1930-იანი წლების გამოქვაბულის მსგავს საწყობში ქვაზე კვეთის უძველესი და თითქმის გადაშენებული ხელოვნება ხელახლა ცოცხლდება. სინამდვილეში Monumental Labs-ის ახალი ოფისია, უცნაური და თამამი ს, რომელიც ქვაზე კვეთის ხელოვნებას რობოტიკისა და ს ოსტატობასთან, სიჩქარესა და ეფექტურობასთან აერთიანებს.
8 მილიონი დოლარის ოდენობის ვენჩურული კაპიტალის დაფინანსებით, საწყობს თანამედროვე ქვის საჭრელ ქარხნად აქცევენ, რომელსაც ძალიან დეტალური დეკორატიული ფასადების დამზადება უსწრაფესად შეუძლია, მათ შორის მუზეუმის ფონის მარმარილოს ქანდაკებებისა და ქვის მონუმენტების. ხოლო, თუ დამფუძნებელი მიკა სპრინგუტი თავის მიზანს მიაღწევს, კომპანია თავის რობოტულ ხელებს კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტზე გამოცდის და ხელახლა გამოიგონებს მშენებლობის წესებს.
ამ ქარხანაში გრანიტის, კირქვისა და მარმარილოს უზარმაზარი ბლოკები უმაღლესი დონის ქანდაკებებად გადაიქცევა. შემოდგომაზე კი, როცა საწარმო ონლაინ რეჟიმში გამოვა, Monumental Labs ქვის კვეთის პროცესის დახვეწასაც დაიწყებს, რათა სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად აწარმოოს ე. წ. სტრუქტურული ქვა, რომელსაც ნებისმიერ რაიმეში გამოიყენებენ, იქნება ეს კერძო სახლები თუ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები.
ეს სტრუქტურული ქვა ნახშირბადის შედარებით მცირე კვალს ტოვებს და ბეტონზე მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. შესაბამისად, ეკომეგობრულ ალტერნატიულ სამშენებლო მეთოდად ითვლება. ამასთან, ის მეთოდია, რომელსაც ადამიანები ათწლეულების მანძილზე იყენებდნენ.
„ჩვენი ისტორიის მანძილზე ძირითადად ქვით ვაშენებდით, სანამ 110 წლის წინ ინდუსტრიალიზაცია არ მოხდა და შეცვალა მშენებლობის გზები… ქვის დამზადების, მისი დაჭრისა და სასურველი ფორმის მიცემის ღირებულება გაცილებით ძვირი გახდა, ვიდრე ბეტონის. რობოტიკა და ავტომატიზაცია კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ ღირებულებას, ბეტონით მშენებლობის ღირებულების თითქმის 25%-მდე“.
აღსანიშნავია, რომ Monumental Labs-ის მიერ შესრულებულ პროექტებს შორის უკვე ვხვდებით Carnegie Hall-ისა და Frick Museum-ის დეკორატიული ქვების რესტავრაციას. რობოტების ჩართულობით კი თვეების საქმეს უკვე რამდენომე კვირა სჭირდება!
„ამ ტექნოლოგიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, გარდაქმნას გზები, რომლითაც ქალაქებს ვაგებთ, დააბრუნოს ის ოსტატობის მაგია, რომელიც თითქმის დავკარგეთ“.