რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ ბელგოროდში 12 რაკეტა “გაანადგურეს”

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 3 იანვარას, ბელგოროდის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული 12 რაკეტა “გაანადგურეს”. უწყების მტკიცებით, ჩამოგდებულია 6 რაკეტა “Точка-У” და 6 “Ольха”.
მანამდე გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ბელგოროდის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ განაცხადა. მან თქვა, რომ ზარალის შესახებ ინფორმაციას დააზუსტებდნენ.
ერთი დღით ადრე რეგიონში რამდენიმე დაბომბვისა და სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.