ვიეტნამში ტურისტებით სავსე კატერი ჩაიძირა, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი

ვიეტნამში, ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, ჰალონგის ყურეში, ქარიშხლის შედეგად ტურისტებით სავსე კატერი გადაბრუნდა. დაიღუპა, სულ მცირე, 38 ადამიანი.
თერთმეტი ადამიანი გადაარჩინეს, რვა კი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის სულ მცირე რვა ბავშვია.
ვიეტნამის სასაზღვრო დაცვისა და საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კატერზე, სახელად „Wonder Seas“, 53 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც ის უეცარი შტორმის შემდეგ გადაბრუნდა. მათ შორის იყო 48 ტურისტი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავის ჩაძირვის მიზეზი ძლიერი ქარი და ძლიერი წვიმა გახდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
VN Express-ის ცნობით, მგზავრების უმეტესობა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიდან იყო და ოჯახებით მოგზაურობდნენ, ხოლო ყველაზე უფროსი მგზავრი 53 წლის იყო, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა – მხოლოდ 3 წლის.
ჰალონგის ყურე ვიეტნამის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია