ალიევი სომხეთთან მშვიდობის შეთანხმების ორ პირობას ასახელებს

“როგორც დღეს აღვნიშნე, სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა ხელმოწერილ იქნას მაშინვე, როგორც კი ორი საკითხი იქნება გადაწყვეტილი: სომხეთის კონსტიტუციის ცვლილება და ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლა”. როგორც Trend იუწყება, ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა შუშის გლობალურ მედია ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ეს პირობები ბაქოს აქამდეც გაუჟღერებია.
„დიახ, ტექსტი შესაძლოა წინასწარ იყოს პარაფირებული და აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე წამოაყენა შესაბამისი წინადადება აბუ-დაბიში. მაგრამ, როგორც იცით, დოკუმენტის პარაფირება არ ნიშნავს მის ხელმოწერას. ერთია ზეპირი თანხმობა, ხოლო მეორე – დოკუმენტის თითოეული გვერდის პარაფირება. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასთან,“ – დაამატა ალიევმა.
სა და ს შეხვედრა აბუ დაბიში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდოო პროცესის ფარგლებში ჩატარდა და 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც მუშაობა ყარაბაღის უკანასკნელი ომის შემდეგ მიმდინარეობს, ჯერ არ გაფორმებულა ბაქოს წინაპირობების გამო.