„2023 წელი ვისოლისა და სმარტის ისტორიაში, შესაძლოა ძალიან კარგ და პოზიტიურ წლად ჩაითვალოს, რადგან რეალიზაციაში კომპანიებს ჰქონდათ ორნიშნა ზრდა” – ვასილ ხორავა

„2023 წელი ვისოლისა და სმარტის ისტორიაში, შესაძლოა ძალიან კარგ და პოზიტიურ წლად ჩაითვალოს, რადგან რეალიზაციაში კომპანიებს ჰქონდათ ორნიშნა ზრდა” – ვასილ ხორავა
როგორი იყო 2023 წელი ვისოლისა და სმარტისთვის და რა გამოწვევების წინაშე იდგნენ კომპანიები თემაზე, რადიო „კომერსანტის” საახალწლო ეთერში ვისოლისა და სმარტის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ისაუბრა მისი თქმით, როდესაც კომპანია 2022 წლის ბოლოს 2023 წელს გეგმავდა, ნამდვილად არ ჰქონია იმ შემდეგის მოლოდინი,რაც 2023 წელს დაიდო.
„2023 წელი ვისოლისა და სმარტის ისტორიაში, შესაძლოა ძალიან კარგ და პოზიტიურ წლად ჩაითვალოს, იმიტომ რომ რეალიზაციაში კომპანიებს ჰქონდათ ორნიშნა ზრდა, რაც მომხმარებლის აქტიურობამ განაპირობა და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ნდობა, რომელიც ჩვენ მომხმარებელს ჩვენი ბრენდების მიმართ გააჩნია კიდევ უფრო გაფართოვდება.
ამას ჰქონდა თავისი საფუძველი, კომპანიის მიერ დანერგილი იქნა სხვადასხვა პროდუქტები, ხაზს გავუსვამდი ვისოლის აპლიკაციას, რომელმაც ჩვენსა და კლიენტს შორის ურთიერთობა უფრო მობილური გახადა. აპლიკაციით შესაძლებელია ფასდაკლების, ბონუსების და საჩუქრების მიღება და ამ პროდუქტს აქვს წარმატებული სტარტი, რამე თუ დღეს უკვე 10 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს ამ პროდუქტის მიმართულებით და განვაგრძობთ ახალ შეთავაზებებს.
ასევე გამოვყოფდი გათამაშებას, რომელიც ვისოლმა გააკეთა, ეს იყო უპრეცედენტო თავის შინაარსით, ჩვენ მივეცით შესაძლებლობა ჩვენ მომხმარებელს, რომ მიეღო საჩუქრები, ავტომობილები, ამავე დროს სარკისებურად იმავე საჩუქრების ბენეფიციარები ყოფილიყენენ ჩვენი თანამშრომლები და მათი ენთუზიაზმი, ჩართულობა და სიხარული საჩუქრის მიღებისა და გამარჯვებისა იყო არანაკლებ ემოციური თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი მომხმარებლისთვის და ვფიქრობ,რომ წარმატებით შედგა ეს აქცია და მომავალ წელს უფრო მომზადებულები შევძლებთ ამ აქციის გამეორებას” – აღნიშნა ვასილ ხორავამ.
კომპანია ბაზარზე 25 წელია ოპერირებს, შესაბამისად ვასილ ხორავა თვლის, რომ კომპანიას სჭირდებოდა რებრენდინგი და ამ მხრივ პირველ ობიექტი – განახლებული სმარტი და ვისოლი ვაჟა ფშაველას გამზირზე და ჯიქიაზე გაიხსნა, რაც ხორავას თქმით კლიანტისა და კომპანიების ურთიერთობას უფრო მიმზიდველს გახდის.ვასილ ხორავამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ განაახლა ლოგო და ეს არის პოლარული ვარსკვლავი.
„ეს მოცემულობა ჩვენ იმიტომ შევარჩიეთ, რომ ვისოლი არის კომპანია, რომელიც ყველა საჭირო ადგილზე ხვდება ადამიანს, ეს არის მაღალმთიან რაიონებში, ასევე ტრასებზე, რომელიც საბედნიეროდ კეთდება და ჩვენი ინფრასტრუქტურის დამხმარე საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა კომფორტულად იმგზავრონ.
ვარსკვლავი განაპირობებს მგზავრობის კომფორტულობას, მიმზიდველობას, ხელმისაწვდომობას და ინფრასტრუქტურას, რომელიც გარდა ბენზინგასამართი სადგურისა ვისოლს თან სდევს, მაგალითად როგორი არის კვების ობიექტები, მარკეტების ქსელი სმარტი და თვითმომსახურების ბენზინგასამართ სადგური. ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ერთ ჯგუფის ქვეშ არის.”- აღნიშნა ვასილ ხორავამ.
ხორავას განმარტებით მიმდინარე წლის კიდევ ერთ სიახლე არის ის, რომ ვისოლ ჯგუფმა აიღო მსოფლიოში ცნობილი ქსელი „საბვეი” და კომპანიას სამი წლის განმავლობაში ვალდებულება აქვს, რომ „საბვეის” რესტორნების მრავალი ქსელი შექმნას, რომელიც ვისოლის სადგურებზე ასევე ცალკე.
„ვისლოს კონკურენტული უპირატესობა თავისი. უნივერსალურობაა, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა, მულტიფუნქციურ ადგილზე მიიღოს სხვადასხვა სერვისი კომფორტულ გარემოში ეს მომხმარებლის არჩევანია, მით უმეტეს ახალი შეთავაზების პირობებში. ვისოლს და სმარტს აქვს ექსკლუზიური პროდუქტები, როგორც ნავთობპროდუქტების სახით, ასევე სუპერმარკეტ სმარტს აქვს სხვადასხვა ევროპელი მწარმოებლების მიერ წარმოებული იმპორტირებული პროდუქტები.
დღეს ჩვენ საწვავთან ერთად ვყიდით მომსახურებას , ჩვენ მომსახურებაზე ორიენტირებული კომპანია ვართ და მომსახურებაში სპეციფიკური ასორტიმენტის გაშლა ჩვენი გამოწვევაა, რამე თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი თითოეული ობიექტი გავხადოთ მულტიფუნქციური, რაც მომხმარებლისთვის და მგზავრისთვის არის მისაღები. თითოეული ჩვენი გახსნილი ობიექტი გვარწმუნებს ამ პროექტის ურყეობაში” – აღნიშნა ვასილ ხორავამ .
ხორავას თქმით 2023 წელს კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათამდე ელექტრო დამტენი დაამატა, 2024 წელს კი თვითმომსახურების ობიექტების დამატება და გაძლიერება იგეგმება.
„ჩვენ ვამატებთ ელექტროდამტენებს ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ გვაქვს დამატებითი ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტების და სმარტი. მოგეხსენებათ ბენზინის. ჩასხმასთან შედარებით დიდი დრო სჭირდება. ელექტრომობილის დატენვას, შესაბამისად ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელმა ლოდინის დრო კომფორტულ გარემოში გაატაროს, სადაც მას მისთვის საინტერესო პროდუქტს თუ სერვისს შესთავაზებენ. ესეც ჩვენ 2024 წლის გამოწვევაა, ასევე გეგმაში გვაქვს, რომ მოვახდინოთ 20-მდე სადგურის რებრენდინგი საქართველოს დიდ ქალაქებში.
ვისოლის გათვლა საკმაოდ კარგია, ჩვენ ალბათ უფრო კონცენტრირებული ვიქნებით, რომ მაგისტრალურ გზებზე მოხდეს ჩვენი სერვისების შეთავაზება, რადგან თვით’ნ ქალაქებში ვისოლი კარგად არის წარმოდგენილი და ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურების დამატება აუცილებელი აღარ არის და ჩვენ გავჩნდებით იქ სადაც მომხმარებელი გველოდება და ეს არის ჩქაროსნული გზები” – აღნიშნა ვასილ ხორავამ.