ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ, ჩვენი მიზნები კი “ჰამასის” განადგურება და ყველა მძევლის განთავისუფლებაა –

ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან-იუნისში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მანამდე ისრაელმა გამოაცხადა, რომ ათასობით ჯარისკაცი გაჰყავს სხვა რეგიონებიდან. ს პრემიერმა მ პირობა დადო, რომ ომს იქამდე გააგრძელებს, სანამ “ჰამასი” არ განადგურდება და არ გაათავისუფლებენ 100-ზე მეტ მძევალს, რომელიც ამ დრომდე რჩება “ჰამასის” ტყვეობაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჰამასის” მაღალჩინოსანი სალეჰ ალ-არური ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე, ს მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ბეირუთში “ჰამასის” ლიდერის მკვლელობის გამო, “ჰეზბოლა” ისრაელს ემუქრება, რომ ეს მკვლელობა უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ ჩაივლის.
“ისრაელი ბრძოლის ყველა ხაზზე იბრძვის. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მეტი თვე. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ. ჩვენი მიზნები კი “ჰამასის” განადგურება და ყველა მძევლის განთავისუფლებაა. მძევლების დასაბრუნებლად მუშაობაში ყველა ჩართულია და თითოეულ წამს მაქსიმალურად ვიყენებთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს,” – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს