მაია ორჯონიკიძე: ზუსტად ეს დაემართა საქართველოს

მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე:
რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები იმაში, რაც ისედაც ვიცოდი: დიქტატორული რეჟიმებიდან ახლადგათავისუფლებული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მენტალურად მაინც არათავისუფალია, სამოქალაქო ცნობიერების დეფიციტს განიცდის და საწყის ეტაპზე ქვეყნის მართვის დემოკრატიული მოდელისთვის სრულიად უმწიფარია. ამიტომ გადის დრო და გარეგნულად “გათავისუფლებული”, მაგრამ შინაგანად ისევ მონური მენტალიტეტის მქონე ხალხი ამ ჯერზე სრულიად დემოკრატიულად და საკუთარი ნებით ვიგინდარებსა და დიქტატორებს ირჩევს. დემოკრატია სასიცოცხლოდ აუცილებელია განვითარებული საზოგადოებისთვის, მაგრამ მისი სიკეთეებით მხოლოდ ის საზოგადოება სარგებლობს, ვინც მწიფეა დემოკრატიისთვის, ამას კი თაობების ცვლა სჭირდება, დრო უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მენტალურად მონა ხალხი დემოკრატიულად მოიყვანს სათავეში იმას, ვინც დემოკრატიულად აღარასოდეს წავა. ამიტომ როგორც ჩანს გარდამავალ პერიოდში ეროვნული, ანტიკორუფციული და სახელმწიფოებრივად მომართული ავტორიტარიზმი ასეთ დროს უფრო მცირე ბოროტებაა, ვიდრე დემოკრატიის შირმას ამოფარებული ანტისახელმწიფოებრივი დიქტატურა, რომელიც ხელისუფლებაში დემოკრატიული ინსტრუმენტების ცინიკური გამოყენებით “სამუდამოდ” მოვიდა.
ზუსტად ეს დაემართა საქართველოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…