მალდივის მომავალი პრეზიდენტი – მალდივის რესპუბლიკა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გეოპოლიტიკურ პაექრობაში ჩაერთოს

მალდივის რესპუბლიკა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გეოპოლიტიკურ პაექრობაში ჩაერთოს, – ამის შესახებ მალდივის მომავალმა პრეზიდენტმა, მოჰამედ მუიზუმ განაცხადა. „მალდივის რესპუბლიკა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გეოპოლიტიკურ პაექრობაში ჩაერთოს. ამაში მალდივის საგარეო პოლიტიკის ჩართვით დიდად დაინტერესებული არ ვარ“, – განაცხადა მიუზუმ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მალდივის მომავალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ ინდოეთის ჯარებს განდევნის, მაგრამ არ სურს რეგიონული ბალანსის შეცვლა ჩინეთის ძალების შემოყვანით.
„ჩვენ ვაპირებთ ერთად ვიმუშაოთ ყველა ქვეყანასთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და ყველა სხვა ქვეყანასთან“, – აღნიშნა მალდივების მომავალმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ მოჰამედ მუიზუ, პარასკევს, დედაქალაქ მალეში პრეზიდენტის ფიცს დადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება