როდესაც ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ერთადერთ იარაღად კვერცხები რჩება, ის ხელისუფლება დასრულებულია – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას გახარიას გუნდის წევრი ბერდია სიჭინავა.
“კვერცხებთან ერთად დასრულდებით” – ეუბნება სიჭინავა “ოცნებას”
ეს არის მიუღებელი ფაქტი, ეს არის ქაოსი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, რომელსაც თვითონ მართავს ნაწილობრივ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვერ მართავს და ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში – როგორ ესვრიან ერთმანეთს, კრიმინალები როგორ არიან ჩართულები ბიზნესების გადანაწილების პროცესში, კრიმინალურ გარჩევებში და ა.შ. ხელისუფლებას როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ერთადერთ იარაღად კვერცხები რჩება, ის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არის დასრულებული და კვერცხებთან ერთად დასრულდება ეს ხელისუფლება” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო, თუმცა უცნობია, დაიბარეს თუ არა მინიმუმ გამოკითხვაზე პირი, რომელიც “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში “ნაციონლაური მოძრაობის” ლიდერს კვერცხებით თავს დაესხა.
ენმ-ში ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილზე თადვასხმა პირადად ირაკლი კობახიძის მიერ იყო გაცემული.
