კიევი რუსეთს სთავაზობს, მათი მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგა ეხმაურება ს მიერ უკრაინის მოქალაქეების საქართველოს საზღვარზე დეპორტაიას.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.
„ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ, ეს ადამიანები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს. ივნისიდან მოყოლებული, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების, ძირითადად ყოფილი პატიმრების, რაოდენობა საქართველოს საზღვარზე. შედეგად, ათობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს არ აქვს შესაბამისი დოკუმენტები, სატრანზიტო ზონაშია ჩარჩენილი.
უკრაინის კონსულები აქტიურად მუშაობენ ამ ადამიანების დოკუმენტებით უზრუნველყოფაზე და მოლდოვის გავლით ში მათი ტრანზიტის უზრუნველყოფაზე. 43 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი, უკვე ევაკუირებულია ამ მარშრუტით. თუმცა, სხვები კვლავ რთულ პირობებში იმყოფებიან საზღვარზე.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან, რათა ჩვენი დანარჩენი მოქალაქეები უკრაინაში დაბრუნდნენ. ამავდროულად, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი არ გაზრდის დეპორტირებულთა რაოდენობას.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, რომ უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს. ჩვენ მზად ვართ, ისინი იქ მივიღოთ. საზღვრის შესაბამისი მონაკვეთები არსებობს, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ ამ წინადადებას პირდაპირ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ოფიციალური არხებით ვავრცელებთ“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ “დარიალსა” და რუსულ გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსს” შორის ათობით უკრაინელი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ისინი რუსეთმა ჯერ დაადეპორტა, შემდეგ კი საქართველოს საზღვართან მიიყვანა და იქ დატოვა.
მათ არ აქვთ უფლება რუსეთში დაბრუნდნენ. თუმცა არც სხვაგან აქვთ წასასვლელი. ერთადერთი გზა მათი სამშობლოში დაბრუნებაა. თუმცა, ტექნიკურად, არც ამის მოხერხებაა მარტივი საქმე.
BBC-ს ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ივნისში, 30 მათგანი, რომლებსაც ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები, ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში წაიყვანეს და მოლდოვაში გაუშვეს. კიშინიოვში ჩასულები ავტობუსით გაუშვეს ოდესისკენ. ეს ყველაფერი უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს შორის კომუნიკაციით მოხერხდა და იგეგმებოდა, ასე დაებრუნებინათ სამშობლოში სხვებიც.
როგორც BBC-ს ჟურნალისტს ამ დრომდე ლარსზე მყოფი უკრაინელები უყვებიან, მეორე ნაკადში სამი უკრაინელის გაყვანა იგეგმებოდა. თუმცა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველმა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მოლდოვა მათ მიღებაზე უარს ამბობდა.