ესტონეთმა კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაეწესათ.
სანქცირებულთა სიას შეემატნენ: იუსტიციის მინისტრი, გენერალურ პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები და მოსამართლეები.
“ეს პირები პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებულ სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები, ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებსა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს.
, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით, გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას”, – განაცხადა ცაჰკნამ.
ჯამში, ესტონეთმა სანქციები 102 ქართველ ოფიციალურ პირს დაუწესა.
სანქცირებულთა სიას შეემატნენ:
· გალუსტაშვილი, ნინო
· გვარაკიძე გიორგი
· გუდაშაური ალუდა
· ინჯია, ილია
· ქადაგიშვილი, ირაკლი
· ხუბეჯაშვილი, ანი
· ლაშხი მარიამ
· მაჭარაშვილი გურამ
· მეშველიანი მარი
· მეტრეველი, ვიქტორ
· ნაჭყებია, ჯვებე
· სახელაშვილი, ნინო
· სალია, პაატა
· შარმანაშვილი, თენგიზ
· შვანგირაძე, ირაკლი
· სუბარი, სოზარ
· ტაბატაძე, ალექსანდრე
· თამაზაშვილი სულხან
· ტატიაშვილი, ნათია

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება