Reuters – სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 7000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერმა წვიმებმა 641-ზე მეტი შენობა და 388 გზა დააზიანა.
სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წვიმები ორშაბათამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა