უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის ფედერაციიდან 11 უკრაინელი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვი დაიბრუნა“, – წერს ანდრეი ერმაკი.
ანდრეი ერმაკმა შუამავლობისთვის კატარს მადლობა გადაუხადა.
„უკრაინა არ გაჩერდება მანამ, სანამ ჩვენი ყველა ბავშვი სახლში არ დაბრუნდება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
