მედია: სპეცოპერაცია პეკინის ქუჩაზე – რა ამოიღო სასტუმრო “გრინ ქვინიდან” ფინანსურმა პოლიციამ

გვიან ღამემდე გაგრძელდება სპეცოპერაცია პეკინის ქუჩაზე.ფინანსურმა პოლიციამ სასტუმრო “გრინ ქვინიდან”  სავარაუდოდ, ტექნიკა ამოიღო. “ტვ პირველის” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გააქვთ დალუქული ნივთები შენობიდან სამართალდამცველებს.

რა საქმეზეა გამოძიება დაწყებული – ოფიციალური უწყებები ამ დრომდე არ ამბობენ. არსებობს ვერსია, რომ სასტუმროს შენობაში ე.წ. ქოლ ცენტრები ჰქონდათ მოწყობილი.

პეკინის გამზირის პარალელურად, სპეცოპერაცია ჩატარდა გუშინ დოლიძის ქუჩაზე. ნიღბიანებს “სტარ-აიტი აკადემიის” ოფისი ჰქონდათ დაკავებული. ამ შემთხვევაშიც არსებობს ვერსია, რომ საქმე შესაძლო “ქოლ ცენტრებთან” გვაქვს.

წყარო