ევროპაში სატრანსპორტო საშუალების შრომა-დასვენების რეჟიმის დარღვევის და ტაქოგრაფის ტექნიკური მანიპულაციისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდა

ბოლო პერიოდში ევროკავშირის სივრცეში საგრძნობლად გამკაცრდა და გაიზარდა ჯარიმები სატვირთო ავტოტრანსპორტში ტაქოგრაფების არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი რამოდენიმე მაგალითი ნათლად ასახავს, ამა თუ იმ ქვეყნის გადამზიდველის მიერ დარღვევის სახეებს და საჯარიმო სანქციების ოდენობას.
აღნიშნული ანალიტიკური იმფორმაცია სასარგებლოა ქართველი გადამზიდველებისათვის, რომლების სისტემატიურად ახორციელებენ საავტომობილო გადაზიდვებს ევროპაში.
დამატებით აღსანიშნავია, რომ ევროპის კვალდაკვალ, ბოლო პერიოდში სატრანსპორტო საშუალების შრომისა და დასვენების რეჟიმების დარღვევებისათვის 2.5 – 3 ჯერ გაიზარდა ჯარიმების ოდენობა, ქართველი გადამზიდველებისათვის ყველაზე ფართოდ აპრობირებულ თურქეთის სატრანსპორტო სივრცეში.
სულ ახლახანს გერმანიაში სატრანსპორტო პოლიციამ თურქული სატრანსპორტო საშუალება გამოავლინა, რომელიც უკანონო მოწყობილობით იყო აღჭურვილი, რაც ტაქოგრაფის გამორთვის – ტექნიკური მანიპულაციის საშუალებას იძლეოდა, ასეთი გადამზიდველისათვის საჯარიმო სანქცია მკაცრი აღმოჩნდა და ჯარიმამ – 30 000 ევრო შეადგინა.
სატრანსპორტო საშუალების შემოწმების დროს, სატრანსპორტო ინპექციის სპეციალისტებმა შრომისა და დასვენების რეჟიმების დარღვევები აღმოაჩინეს. დენის მოხმარების რამდენიმე სატესტო გაზომვის შემდეგ, ჩამწერი მოწყობილობა ამოიღეს და სახელოსნოში შეამოწმეს.
თურქული სატრანსპორტო საშუალების სალონის საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ, სახელოსნოს თანამშრომლებმა მძღოლის მხარეს ტაქოგრაფთან დაკავშირებული გადამრთველი, შესაბამისი გაყვანილობით დააფიქსირეს.
რის შემდგომ ჩატარდა სატესტო გარბენი, რომელმაც აჩვენა, რომ მართვის დროს, გადამრთველის გამოყენებით შესაძლებელი იყო ჩამწერი მოწყობილობის „უმოქმედო“ რეჟიმში გადაყვანა. რაც იწვევდა მოძრაობის სიჩქარის 0 კმ/სთ მდე შემცირებას.
ამრიგად, თურქ მძღოლს შეეძლო ტაქოგრაფის მიერ გადაადგილების ჩანაწერის გარეშე, იმიტაციური დასვენების პერიოდის განმავლობაში,
სატვირთო მანქანის მართვის გაგრძელება. ასეთ შემთხვევაში ტაქოგრაფზე მართვისა და დასვენების პერიოდები აღარ ფიქსირდებოდა.
ასეთ ვითარებაში ტაქოგრაფის ტექნიკური მანიპულირება იწვევს სატრანსპორტო საშუალების ყველა დამხმარე სისტემის გაუმართაობას და მწყობრიდან გამოსვალს.
მძღოლს აღარ შეუძლია გამოიყენოს ABS და ESP, რადგან მანქანა „ფიქრობს“, რომ ის გაჩერებულია. ეს ყოველივე იწვევს უკიდურესად საშიშ საავარიო სიტუაციას.
სამართალდამცველებმა თარჯიმნის დახმარებით მძღოლს მიღებული შედეგების შესახებ აცნობეს, თუმცა თურქი მძღოლი დანაშაულს არ აღიარებდა.
ასევე ინფორმირებული იყო სატვირთო მანქანის მფლობელი თურქული სატრანსპორტო კომპანია. თუმცა, გადამზიდველის წარმომადგენელმაც უარყო ყველა ბრალდება.
პოლიციამ, ლოჯისტიკისა და მობილობის ფედერალური ოფისის ჯარიმების განყოფილებასთან კონსულტაციის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიას 30 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
მიუხედავად წინააღმდეგობისა, სატრანსპორტო კომპანიას ჯარიმის სრულად ანაზღაურება მოუხდა, პოლიციამ კი მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ტაქოგრაფის სრულფასოვანი შეკეთების შემდგომ მისცა მოძრაობის გაგრძელების უფლება.
ანალოგიური ტიპის დარღვისათვის – ტაქოგრაფის მონაცემების გაყალბებაში დამნაშავედ ცნეს ბულგარელი სატვირთო მანქანის მძღოლი და 12 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თურქეთიდან გერმანიაში გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალებაში გადაკეთებული ჩამწერი მოწყობილობა მას მართვისა და დასვენების დროის შესახებ მონაცემების გაყალბების საშუალებას აძლევდა.
მიღებული მონაცემების დასადასტურებლად, სატრანსპორტო ინსპექტორების მიერ სატრანსპორტო საშუალება სპეციალიზებულ სახელოსნოში იქნა გაგზავნილი.
სერვის სადგურის სპეციალისტებმა სრულად დაადასტურეს ინსპექტორების ეჭვები – ტაქოგრაფი იყო გახსნილი და მისი ერთ-ერთი ტექნიკური კომპონენტი შეცვილი.
ჩამწერი მოწყობილობის მანიპულირებით, მძღოლი მალავდა მართვის რეჟიმისა და სამუშაო საათების დარღვევებს, ასევე აყალბებდა დასვენების პერიოდებს.
პოლონეთში მძღოლი 21 საათის განმავლობაში გადაბმული მართვისთვის დააკავეს, ბოლო 28 დღის განმავლობაში ტაქოგრაფის ჩვენებების შემოწმების შემდეგ, ოფიცრებმა აღმოაჩინეს შრომისა და დასვენების რეჟიმების დარღვევის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.
სამუშაო და დასვენების რეჟიმის დარღვევების გამოვლენილმა მასშტაბმა ინსპექტორებიც კი გააკვირვა.
დოკუმენტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალება გდანსკის ნავსადგურის მიმართულებით დატვირთული საზღვაო კონტეინერის საერთაშორისო გადაზიდვას ახორციელებდა. თუმცა, ბოლო 28 დღის განმავლობაში ტაქოგრაფის ჩვენებების შემოწმების ანალიზმა დარღვევების შოკისმომგვრელი რაოდენობა გამოავლინა.
ამ პერიოდის განმავლობაში დღიური მართვის ლიმიტის გადაჭარბება 11 ჯერ იყო დაფიქსირებული, რეკორდული მაჩვენებელი კი ერთ დღეში 21 საათსა და 40 წუთს შეადგენდა.
უწყვეტი მართვის დროის გადაჭარბება 16 ჯერ იყო დაფიქსირებული. გაჩერების გარეშე მართვის მაქსიმალურმა დრომ 15 საათი და 3 წუთი შეადგენდა.
ასეთ პირობებში სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს დღიური დასვენება მნიშვნელოვნად მცირდებოდა, გამოვლინდა – 12 ასეთი დარღვევის შემთხვევა, რომელთაგან ყველაზე სერიოზული – 6 და 36 წუთის განმავლობაში დასვენების პერიოდები იყო.
გრადა ამისა, 24 საათის განმავლობაში მძღოლმა მხოლოდ 2 საათი და 24 წუთი დაისვენა.
გამოვლენილი თავდაპირველი დარღვევის გამო მძღოლს 5 820 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, თუმცა მან უარი განაცხადა მის გადახდაზე. ჯარიმის გადაუხდელობის გამო, სასამართლოში გამოვლენილი დარღვევების სრულად, შეკრებითობით დაჯარიმების შუამდგომლობა შევიდა.
საბოლოოდ მძღოლს მოუხდა ყველა გამოვლენილი დარღვევისთვის ჯარიმების საერთო ოდენობის გადახდა, რომელმაც 26 000 ევრო შეადგენდა.
ჩადენილი დარღვევებისა და სამუშაოს დაუდევარი ორგანიზებისთვის ასევე დაისაჯნენ სატრანსპორტო კომპანიის მფლობელი და სატრანსპორტო საშუალებაზე პასუხისმგებელი მენეჯერი. მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება იქნა დაწყებული.
წარმოდგენილი რამოდენიმე მაგალითი ნათლად ასახავს, ევროპულ სივრცეში გადამზიდველების მიერ დარღვევების სახეებს და საჯარიმო სანქციების ოდენობას.
ქართველი გადამზიდველებისათვი სისტემატიურად ახორციელებენ საავტომობილო გადაზიდვებს ევროპაში.
transcor.ge