ცოტა ხნის წინ Amazon-ის ყოფილ ინჟინერთან, სტივ ჰუინთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც ტექნოლოგიის გიგანტის შიდა სამუშაო კულტურაზე ლაპარაკობს და აღნიშნავს წიგნის კითხვის შესახებ, რომელიც ამაზონს თავის თანამშრომლებში აქვს დაწესებული. ასევე, მისი თქმით, თანამშრომლები ხშირად წერდნენ ექვსგვერდიან მემორანდუმებს, რომლებსაც ისინი კომპანიას უზიარებდნენ პროგრესის, განახლებისა და ახალი პროექტების დემონსტრირებისთვის. გარდა ამისა, ის ყოველდღიურად 1-4 საათს კითხვას უთმობდა, რაც თურმე კომპანიის წარმატების რეცეპტია.
ჰიუნმა Amazon-ში მუშაობა 2006 წელს დაიწყო, კომპანიის პირველი მოგებიდან სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც კომპანიას ჯეფ ბეზოსი ხელმძღვანელობდა.ბეზოსმა, როგორც ცნობილია, მემორანდუმების წერის ეს კულტურა დანერგა, რომლებსაც თანამშრომლები ერთად კითხულობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ.
ენდი ჯასი, ბეზოსის მემკვიდრე და Amazon-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიაში 1997 წლიდან მუშაობს. როდესაც პირველად წარადგინა პროექტი, რომელიც მოგვიანებით Amazon Web Services-ად იქცა, ჯასიმ აღწერა, თუ როგორ დაწერა საკუთარი მემორანდუმი. ჯასიმ წერის ეს კულტურა თავის ხელმძღვანელობაში დანერგა.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ის ლიდერები პოპულარიზაციას უწევენ წიგნების კითხვას და მათ მიერ რეკომენდებულ სიაში შემდეგი ლიტერატურაა:
· ნასიმ ნიკოლას ტალების The Black Swan
· ჯიმ კოლინზის Good to Great
· კლეიტონ კრისტენსენის The Innovator’s Dilemma
· ჯეიმს პ. ვომაკის Lean Thinking
ეს წიგნები ხშირად გამოიყენება ლიდერული აზროვნების ან სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად.Amazon-ის შიდა კითხვის კულტურა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მსხვილ კორპორაციებს შორის. საქმე მხოლოდ წიგნებით ტკბობას არ ეხება – კითხვა და წერა ინტეგრირებულია გადაწყვეტილებების მიღების, შეხვედრების წარმართვისა და ხელმძღვანელობის აზროვნების წესში. ის ხელს უწყობს სიცხადეს, ღრმა აზროვნებას და პასუხისმგებლობის დამკვიდრებას მთელ გუნდში.
