თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არ იტყვით ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო – საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას

თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არ იტყვით ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო – საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას
თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო – შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც კი მალავენ, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, .
„შანტაჟის ობიექტი – ქართველი ხალხი!!! აქამდე მხოლოდ პოლიტიკოსებს გვემუქრებოდნენ და გვასანქცირებდნენ…
შანტაჟის ავტორი: არც მეტი, არც ნაკლები – ევროკავშირის ელჩი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება, თუ ვიზის გარეშე აღარ შეგიშვებთ ევროპაში, ამაზე პასუხისმგებლობა თქვენს ხელისუფლებას ეკისრებაო!
ჩვენ თუ დაჩაგვრა მოგინდომეთ და უსამართლოდ მოგექეცით, თქვენი ბრალი იქნებაო – ოცდამეერთე საუკუნის პირველი მეოთხედის “დემოკრატიული მიგნებების კულმინაცია”.
თუმცა, საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას – ეს არის ჩვენი სამშობლოს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მთავარი საიდუმლო, რომლის გააზრება ძალიან უჭირთ!..“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა