მადრიდის “ატლეტიკო” “ნაპოლის” ცენტრალური მცველის, ამირ რაჰმანის დამატებას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელის დამატებით პირადად “როხიბლანკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე ინტერესდება.
“ნაპოლიში” მსჯელობენ, გაყიდონ ლეო ოსტიგორი თუ ამირ რაჰმანი. “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე რაჰმანიზე დასაკვირვებლად ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისა” და “რეალის” მატჩს დაესწრო. ცნობილია, რომ თუ “პარტენოპეი” მის გაყიდვას გადაწყვეტს, ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონი ევრო იქნება”, – განაცხადა სკოტომ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ამირ რაჰმანიმ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე
ჯამში 18 მატჩი გამართა.