გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 18 ივლისს ეჭვქვეშ დააყენა 2034 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაწევრიანება მოხდეს ისეთ მომენტში, რაც გავლენას მოახდენდა ბლოკის საშუალოვადიან ფინანსურ გეგმებზე, რომლებიც 2034 წლამდეა გათვლილი.
„ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი პრიორიტეტია ყველაფერი გავაკეთოთ ამ ომის
დასასრულებლად“, – განაცხადა მერცმა ბერლინში რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან შეხვედრის შემდეგ.
„შემდეგ ვილაპარაკოთ უკრაინის აღდგენაზე… თუმცა ამას რამდენიმე წელი დასჭირდება… ეს, სავარაუდოდ, ევროკავშირის ამჟამინდელ საშუალოვადიან ფინანსურ პერსპექტივაზე გავლენასაც კი არ მოახდენს“, – განაცხადა კანცლერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა თებერვალში კიევში განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლამდე, თუ ქვეყანა რეფორმებს ამჟამინდელი ტემპითა და ხარისხით გააგრძელებს.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის მომავლისთვის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია იქნება.
ფორუმი