კერძო სკოლების შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია და 2023 წელს ₾242 მლნ-ს მიაღწია – თიბისი კაპიტალი

კერძო სკოლების შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია და 2023 წელს 242 მლნ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ ს მიერ მომზადებულ ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის მიმოხილვაში წერია.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, სწავლის გაზრდილი გადასახადი და მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა შემოსავლების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორისაა.
“2023 წელს EBIDTA მარჟა 19%-ს გაუტოლდა, როცა იგივე მაჩვენებელი პანდემიურ წელს 25%-ის ტოლი იყო. თუმცა, პანდემიურ წელს მიღწეული მაჩვენებელი მეტწილად საოპერაციო ხარჯების შემცირებით იყო გამოწვეული. წმინდა მოგების მარჟა 2023 წელს 12%-ია, რაც ასევე წინა წელთან შედარებით შემცირებულია”, – წერს კაპიტალი.