„მადლობა უფალს, ბედნიერი ახალი წელი მაქვს…“ – რას წერს ოზურგეთში, ძაღლის მიერ დაკბენილი ლაზარეს დედა?

ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ყველას ახალ წელს ულოცავს და ღმერთს მადლობას უხდის, რომ მის საყვარელ დღესასწაულს ლაზარესთან ერთად ხვდება 2024 წელს.
„ჩემი დღესასწაულია ახალი წელი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, გული მაინც ბავშვური რწმენით გევსება…
გულის სიღრმეში მაინც ელოდები, თუნდაც სულ პაწაწინა სასწაულს შენს ცხოვრებაში…
მადლობა უფალს, ბედნიერი ახალი წელი მაქვს ჩემ გმირ ლაზარესთან ერთად ვხდები 2024 წელს.
ყველას გილოცავთ დიდი სიყვარულით ახალ წელს მიყვარხართ“, – წერს სოციალურ ქსელში ლიკა ხამათაშვილი.