ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
არ უნდა გიწევდეს ამის ახსნა ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ მიწევს.
მიხეილ ყაველაშვილი – საფეხბურთო კარიერა:
1996–1997 მანჩესტერ სიტი; ინგლისი; 1997–1999→ გრასჰოპერსი; შვეიცარია;
1999–2002 ციურიხი; 2002–2003ლუცერნი; 2003–2004 სიონი; 2004–2005 აარაუ; 2005–2006 – ბაზელი; (ყველა შვეიცარია)
ლევან კობიაშვილი – 1998-2003 SC Freiburg;
2003–2010; Schalke 04; 2010–2014 Hertha BSC; (გერმანია);
კახა კალაძე – 1998–2001 Dynamo Kyiv;
2001–2010 Milan; 2010–2012 Genoa (იტალია)
შოთა არველაძე – 1997–2001
Ajax; ჰოლანდია;
2001–2005 – Glasgo Rangers; შოტლანდია;
2005–2007 – AZ Alkmaar – ჰოლანდია;
2007–2008 – Levante – ესპანეთი;
ამ სიას მიამატეთ კვარაცხელია; მამარდაშვილი; მიქაუტაძე; დავითაშვილი; ლოჩოშვილი; გოჩოლეიშვილი; ქოჩორაშვილი; თორნიკე შენგელია (კალათბურთი); მიამატეთ ქართველი “კანონიერი ქურდები”, სტუდენტები; ასობით მართლმადიდებელი მღვდელი, რომლებიც ევროპაში და ამერიკაში ახალ გახსნილი ათობით ეკლესიის ამბიონიდან ქართულად ქადაგებენ; დაამატეთ სეზონურად თუ წლობით დასაქმებულები.
მიამატეთ ყველა თქვენი ნაცნობი-ნათესავი, ასიათასობით ქართველი და მერე კარგად გამოჰკითხეთ:
კაცობა წაართვეს თუ ქალობა ევროპაში. რამე იმფერი ხომ არ აიძულეს? ხომ არ მიაიმასქნეს? დაინტერესდით კაცო ამ ამბავით.
ხვიჩა კვარაცხელიასი მარტო გოლები რომ გინდათ, იქნებ საფრანგეთში რამე დაემუქრა? იქნებ “დიფ სტეიტი” აიძულებს იმნაირი გახდეს? ამისთვის იმეტებთ?!
სიმართლე კი ისაა, რომ არავინ არავის გააიმასქნებს და აიმასქნებს.
და ეს ყველაზე კარგად ევროპაში მყოფებმა თუ ნამყოფებმა იციან და იცით და ამაზე მაინც ამოიღეთ ხმა.
“ქოცებს” კი ასე თუ ეშინიათ ერის “გაიმასქნების”, მსოფლიოში ყველაზე “ელჯებეტე” ქალაქში, სან ფრანცისკოში არ უნდა ხსნიდნენ საქართველოს გენერალურ საკონსულოს 

სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართია –
930 Montgomery St #301, San Francisco, CA 94133, United States. 
