დიეგო ლონგო: “დილა” თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „რასინგის“ დამარცხების შემდეგ, კომენტარი „დილას“ მწვრთნელმა დიეგო ლონგომ გააკეთა:
„თამაში რომ შევაფასოთ, მე ვთლი, რომ ჩემი გუნდი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის. იყო ხარვეზები რომლებიც ,,რიგასთან” მატჩისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ერთი შეხედვით, როდესაც მეკარე გააძევეს, ამას მეტოქის ამოცანები უნდა გაერთულებინა, თუმცა მათ ამის შემდეგ თამაში კიდევ უფრო ჩაკეტილი და დაცვაზე ორიენტირებული გახადეს, რამაც გარკვეული ამოცანების შესრულება შედარებით გაგვირთულა.
მე როდესაც ამ გუნდში მოვედი, გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მომითხოვია, რადგან ამ ბიჭებში ვხედავდი პოტენციალს, ის მონდომება, რაც ამ გუნდისგან ჩანს, მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ჩვენ კიდევ ბევრი შეგვიძლია.
რაც შეეხება მომდევნო მეტოქე „რიგას“, მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ამ გუნდს უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ვსწავლობთ. ვუყურე მათ ბოლო მატჩებს და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი, დაბალანსებული გუნდია, შეიძლება ჩვენს ახლანდელ მეტოქეზე ძლიერია, თუმცა არა იმდენად, რომ წყვილში ფავორიტად დავასახელო. ვფიქრობ შანსები 50/50 ზე იქნება“.
მედიის კითხვები ასევე ეხებოდა შოთა შეყილაძის პოზიციურ როტაციას მოედნაზე, პედრო მენდეშს და გრიგოლ ჩაბრაძეს, რაზეც დიეგომ უპასუხა:
„შოთა ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელია და მეორე ფორვადის პოზიციაზე მოთამაშეა, მისი გამოყენება შემიძლია ასევე ფლანგზეც. ის, რომ მან შეიძლება რამდენიმე თამი გოლის გატანა ვერ მოახერხოს, დიდად არაფერს ცვლის, რადგან მოედანზე ძალიან აქტიურია, რითაც გუნდს დიდ სამსახურს უწევს.
პედრო მენდეშის ტრავმას რაც შეეხება, მე ამაზე დაზუსტებით ვერ გეტყვით. ეს სამედიცინო ჯგუფის პრეროგატივაა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ რეაბილიტაციის კურსს პორტუგალიაში გადიოდა და ვიმედოვნებ, რომ ხვალ უკვე გუნდთან ერთად იქნება. ის მოედანზეც და მის გარეთაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისი გამოცდილება მომდევნო მატჩში ძალიან წაგვადგება.
ჩაბრაძე მოკლე ხანში ძალიან დიდ ძალად იქცა ჩვენი გუნდისთვის, აქვს საერთაშორისო მატჩების გამოცდილება. ეროვნული ნაკრების წევრობიდან გამომდინარე,. მის მოსვლამდე გუნდში ამ პოზიციაზე თედო კიკაბიძე დამხვდა რომელიც გრიგოლს ჯანსაღ კონკურენციას უწევს და ასევე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, ამიტომაც მაქვს ფუფუნება მათ შორის არჩევანი გავაკეთო ამა თუ იმ მატჩში“.
მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
სენსაცია და დრამა – რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?
“ორდაბასის” მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ – უფალმა “ტორპედოს” შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
“ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით” – რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
“დილას” იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
სრული სიგიჟე არგენტინის თასის ფინალში – 10 წითელი ბარათი და გამარჯვების გოლი 118-ე წუთზე [VIDEO]
“დილამ” “რასინგს” ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე “რიგას” შეხვდება
მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
ყოჩაღ – “დილამაც” შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
“ატლეტიკომ” 2,5 მილიონად მოურინიო დაიმატა
საოცარი ფინიში – “ბოკა ხუნიორსი” არგენტინის ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში გახდა